ცხელი ხაზი: 45-40-80, 45-40-90






კონტაქტი

თბილისი, 0119
აკ. წერეთლის გამზ. 144
ფოსტა: info@hespa.ge

სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება

N 132      2009 წლის 26 თებერვალი    ქ. თბილისი

 

სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

 

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია-ლური დაცვის სამინისტრომ ფიზიკური და გეოგრაფიული ხელ-მისაწვდომობის გათვალისწინებით უზრუნველყოს ინდი-ვი-დუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იმ ინ-დი-ვიდუალური მეწარმეების განსაზღვრა, რომელთა მიერ განხორციელდება სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატო-რი-ული მომსახურების მიწოდება.

2. "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის "ე” ქვეპუნქტის შესაბა-მისად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია-ლური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო და-წე-სებულებამ – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამე-ბის სააგენტომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტის გათვა-ლის-წინებით ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით "სა-ქარ-თვე-ლოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” სა-ქარ-თ-ველოს კანონით გათვალისწინებული "პირველადი ჯან-დაც--ვის სახელმწიფო პროგრამის” "ამბულატორიული მომ-სა-ხურე-ბის კომპონენტი  სოფლად”  (ორგანიზაციული  კოდი _ 35 18 02 13 01) დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში განა-ხორ-ცი-ელოს ამ კომპონენტით განსაზღვრული სოფლის მო-სა-ხლე-ობი-სათვის ამბულატორიული მომსახურების შესყიდვა დაფი-ნან-სების შემდეგი პრინციპების მიხედვით:

ა) ექიმის მომსახურება 2009 წლის მარტსა და აპრილში დაფინანსდეს თითოეულ თვეზე 912 ლარის ოდენობით, ხო-ლო 2009 წლის 1 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით _ თი-თო-ე-ულ თვეზე 456 ლარის ოდენობით;

ბ) ექთნის/ფერშლის მომსახურება 2009 წლის მარტსა და აპრილში დაფინანსდეს თითოეულ თვეზე 608 ლარის ოდენობით, ხოლო 2009 წლის 1 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვ--ლით _ თითოეულ თვეზე 304 ლარის ოდენობით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                                                ნიკა გილაური